Über den Blog
მოგესალმებით, ჩემი სახელია ეთო,
წლების გნმავლობაში ვცდილობდი მრავალფეროვანი კვება ვეგანურით ჩამენაცვლებინა, რაც არც თუ ისე ადვილი აღმოჩნდა. ეს განპირობებული იყო ინფორმაციის და გემრიელი ვეგანური რეცეპტების არცოდნით.
ჩემი სურვილი გავმხდარიყავი ვეგანი, რომ ამესრულებინა, დავიწყე მეტი ინფორმაციის მოძიება (დამწყებ ვეგანთათვის), რომლებსაც დროდადრო თქვენც გაგიზიარებთ.
და აი სულ რამოდენიმე კვირაში შევძელი გადავსულიყავი ვეგანურ კვებაზე თანაც ისე რომ ჯანმრთელობისთვისაც სათანადო ყურადღება მიმექცია.
ინიციატივა გადახვიდე ვეგანურ კვებაზე თავისთავად კარგი და მისასალმებელია, თუმცა კვების ასეთ რაციონს გვერდითი მოვლენებიც ახლავს, რომლებიც არასწორმა კვებამ შეიძლება გამოიწვიოს.
იმისთვის რომ ცხოვრების ახალ წესთან ერთად ჯნმრთელიც დარჩე-საჭიროა რაციონის მუდმვი კონტროლი და ვიტამინების, ცილების და ნახშირწყლების საკმარისი რაოდენობით მიღება.
ასე რომ მოემზადეთ მეგობრებო, დღეიდან მოგიწევთ საკუთარი თავის გემრიელი და ჯანმრთელობისთვის სასარგბლო რეცეპტებით განებივრება.
მე კი შევეცდები რაც შეიძლება მეტი ინფორმაციით და რათქმა უნდა რეცეპტებით მოგამარაგოთ.
*იმედია მოგეწონებათ ჩემი ბლოგი*