Გაზაფხულის ხვეულები (არატრადიციული რეცეპტი)
- ვეგანი საკვები
- 16. Apr. 2020
- 2 Min. Lesezeit
Aktualisiert: 20. Apr. 2020
Ინგრედიენტები:
300 გრ. Ფქვილი
2 ს.კ. Ჩიას მარცვლები
60 მლ. Წყალი + 8 ს.კ. Ჩიას მარცვლებისთვის
300 გრ. Იისფერი კომბოსტო (თუ დაღივებულ სოიოს ან ტოფუს ნაჭრებს გამოვიყენებთ, რაოდენობა შეამცირეთ)
50გრ. Მოხარშული მუხუდოს მარცვლები
4 ცალი პატარა სტაფილო ( Პატარა სტაფილო უფრო გემრიელია)
4-5 ღერი ახალი ხახვი
Თუ დაღივებული სოიოს ან მუნგო ლობიო გაქვთ 50 - 50 გრ. Თუ არა და მაგის გარეშეც შეიძლება.
Მარილი (ცომისთვის)
Ზეთი (შესაწვავად)
Ცომის მომზადების წესი:
Ცომის მოზელამდე, 2 სუფრის კოვზ ჩიას მარცვლებს დაასხით 8 სუფრის კოვზი წყალი და 15 წუთით დაელოდეთ რომ შესქელდეს (შიგადაშიგ ურიეთ).
300 გრ. Ფქვილი, მარილი, 60 მლ. Წყალი და ჩია ერთმანეთში კარგად აზილეთ და იქამდე ზილეთ, სანამ ცომი დამუშავების დროს სამუშაო ზედაპირს აღარ მიეკრობა და ერთფეროვან, წებოვან და ფაფუკ ფაქტურას არ მიიღებს.
Საბოლოოდ გააბრტყელეთ ცომი ისე როგორც ამას ხინკლის გაკეთების დროს აკეთებთ.
Თუმცა ხინკლის ცომზე გაცილებით თხელი, ისეთი თხელი უნდა იყოს რომ შუქი გადიოდეს.
Ბოსტნეულის მომზადების წესი:
Იისფერი კომბოსტო Დაჭერით ისე როგორც ამას ბორშისთვის აკეთებთ (დაახლოებით 5სმ. Სიგრძის წვრილ ნაჭრებად).
Სტაფილო 5სმ. Სიგრძის წვრილ ჩხირებად დაჭერით.
Ხახვი დაჭერით ისე როგორც თქვენ გსურთ.
Ხოლო სოიოს და მუნგო ლობიოს ღერებს დაჭრა არ სჭირდება.
Სურვილისამებრ შეგიძლიათ ტოფუს გრძელი ნაჭრებიც გამოიყენოთ
Როგორ შევახვიოთ:
Შეხვევა Ძალიან მარტივია! Ალბათ ყველას გაგიკეთებიათ რუსული ბლინები კარტოფილით.
Ზუსტად მაგ პრინციპით იხვევა sprin rolls-იც.
1)Უმ ბოსტნეულს ალაგებთ, მჭიდროდ ერთ სიგრძეზე.
ცომის არა შუაში არამედ თქვენს მხარეს არსებულ კიდესთან ახლოს. ისე ახლოს, რომ თქვენს მხარეს მხოლოდ ბოსტნეულზე ზევიდან გადასაფარებელი ცომი დარჩეს.
2)Ცომის თქვენს მხარეს და მარჯვენა და მარცხენა მხარეებს არსებულ კიდეებს გადმოაფარებთ(მიიღებთ გახსნილი კონვერტის ფორმას).
3) საბოლოოდ, დარჩენილი კიდის (თქვენს საპირისპიროდ არსებული კიდე) მიმართულებით ფრთხილად გადააგორებთ და მიიღებთ მრგვალ მოგრძო spring rolls.
შეწვის ორი ვარიანტი გაქვთ, ან ქვაბში ბევრ ზეთში ყველა მხრიდან 2-2 წუთით დაბრაწოთ როგორც ამას ტრადიციულად აკეთებენ, ან ჩვეულებრივ ტაფაში ცოტა ზეთში წვათ იმდენი ხანი, სანამ ცომი მოოქროსფერო არ გახდება.
Ბოდიშს ვიხდი, რომ შეხვევის ფოტოები ვერ დავდე, აზრად არ მომსვლია რომ ამის გაკეთება ვინმესთვის შეიძლება რთული ყოფილიყო. Შემდეგში რომ გავაკეთებ, გადავიღებ და დავამატებ ფოტოებსაც. 😊🌻
💡Უნდა ავღნიშნო რომ გაციებული ბევრად გემრიელია.
Comments