top of page

Ბრინჯი ქოქოსის რძით (აფრიკული კერძის ვეგანური ინტერპრეტაცია)

  • Autorenbild: ვეგანი საკვები
    ვეგანი საკვები
  • 16. Apr. 2020
  • 1 Min. Lesezeit

Ინგრედიენტები:


2,5 ჭიქა ბასმატი ბრინჯი


1ლ. Ქოქოსის რძე


2-3 ცალი პატარა სტაფილო (Პატარა სტაფილოები უფრო გემრიელია)

9-10 ცალი ახალი ლობიო (ისეთი როგორიც ფოტოზეა მითითებული. თუ ლობიო არ გაქვთ, შეგიძლიათ მრავალფეროვნებისთვის ყვავილოვანი კომბოსტო და წითელი ბულგარული წიწაკა დაამატოთ)


1 საშუალო ზომის ხახვი


1სმ. Სიგრძის კოჭა


2 კბილი ნიორი


0,5 ჩ.კ კარი


0,5 ჩ.კ ხარჩოს სუნელი


2 ს.კ. Სოიოს სოუსი.


1 ცალი მცენარეული ბულიონი (მე არ ვიყენებ ბულიონს. Ორიგინალური კამერუნული საჭმელი ბულიონით კეთდება)



Მომზადების წესი:


1)Ხახვი, კოჭა და ნიორი დააბლენდეროთ.


2)Სოიოს ხორცი, 2-3 საათით ადრე ცხელ წყალში ჩაალბეთ.


3)Დარბილებული სოიო, ქოქოსის ზეთში, დაბალ ცეცხლზე მოშუშეთ, დაამატეთ კარი, ხარჩოს სუნელი, სოიოს სოუსი და ცეცხლიდან გადმოდგით.


4)Ბრინჯი 3-4-ჯერ გარეცხეთ. ხელში ფრთხილად გასრისეთ და ესე რეცხეთ მანამდე, სანამ მოთეთრო ფერის წყალი აღარ ექნება.


5)Ქოქოსის რძე დადგით დაბალ ცეცხლზე (თუ ბულიონს იყენებთ დაფხვენით და ჩაყარეთ), დაამატეთ დაბლენდერებული კოჭა, ნიორი და ხახვი და ადუღებას დაელოდეთ.


6)Ქოქოსის რძე რომ ადუღდება, ჩაყარეთ ბრინჯი და ძალიან დაბალ ტემპერატურაზე 10-12 წუთი ხარშეთ.


7)Ბრინჯის ჩაყრიდან 10 წუთის შემდეგ ჩაამატეთ, სოიო, ბოსტნეული და 2 წუთში გადმოდგით ცეცხლიდან.


Საჭმელი მზად არის 😊


Გემრიელად მიირთვით.


 
 
 

Comments


Post: Blog2_Post

Subscribe Form

Thanks for submitting!

Georgia

©2019 ვეგანი საკვები

bottom of page