Ვეგანური დონერი, იგივე შაურმა
- ვეგანი საკვები
- 21. Apr. 2020
- 2 Min. Lesezeit
Შაურმა იგივე დონერია, განსხვავება მხოლოდ ლავაშსა და ფუნთუშაშია, ისე Შიგთავსის 99% ერთიდა იგივე აქვთ.
Თქვენ თავად გადაწყვიტეთ, თქვენ რა ფორმით მიირთმევთ😊 ლავაშით თუ ფუნთუშით.
Იქიდან გამომდინარე, რომ მე ფუმფულა ფუნთუშაში გამოხვეულ დონეს ვანიჭებ უპირატესობას, გთავაზობთ ამ Რეცეპტს.

Ინგრედიენტები 3 ცალი დონერისთვის:
Ფუნთუშა:
500 გრ. Ფქვილი
350 მლ. Თბილი Წყალი დაახლოებით 32-40°
2 ს.კ. Ზეთი
1 ჩ.კ. Შაქარი
50 გრ. Სველი Საფუარი ან 2 ჩ.კ. Მშრალი საფუარი
Მარილი
Სეზამი ფუნთუშაზე მაღლიდან მოსაყრელად.
Შიგთავსი:
250-300 გრ. Ზაიტანი
200 გრ. Იისფერი კომბოსტო
1 Სასალათე კიტრი
1 პომიდორი
2 პატარა სტაფილო
100 გრ. Მოხარშული მუხუდო
1 პატარა ხახვი
Თუ სურვილი გაქვთ 100 გრ. Აისბერგ Სალათის ფურცელი
Კარი (მუხუდოს მარცვლებისთვის)
2 ს.კ. Სეზამის ზეთი
2 ს.კ. Ტამარი ან სხვა Სოიოს სოუსი
0,5 ჩ.კ. Ხარჩოს სუნელი
0,5 ჩ.კ. Ქინძი
Მწიკვი ძირა
Მწიკვი შავი მდოგვის მარცვლები
Მწიკვი დიდი კამის მარცვლები
Მწიკვი შამბალილა
Მწიკვი სოინჯი
Სოუსის:
Ვეგანური მაიონეზი 150 გრ.
1,5 ს.კ. Ტომატის პასტა
0,5 ჩ.კ. Შაქარი
0,5 ჩ.კ. Წითელი კარი პასტა (თუ არ გაქვთ დაფქული პაპრიკა და ჩილი გემოვნებით)
Ცომის მომზადების წესი:
Საფუარი გააზავეთ თბილ წყალში.
ყველა დარჩენილი ფუნთუშის ინგრედიენტები (სეზამის გარდა) მოათავსეთ ჯამში, და საფუვრიანი წყალი დაასხით.
Რამოდენიმე წუთით ზილეთ
(იმდენხანს სანამ ცომი ერთგვაროვან ფაფუკ მასად არ იქცევა).
Დააფარეთ თავზე და დაახლოებით 1 საათი დაასვენეთ რომ ცომი აფუვდეს.
Აფუებული ცომი ამოაგუნდავეთ, ოდნავ ხელით გააბრტყელეთ და ჟარონაზე დაალაგეთ.
30 წუთის შემდეგ შეგიძლიათ, ფუნთუშებს ცოტა ზეთი ან წყალი მოუსვათ ზევიდან, სეზამის მარცვლები მოაყაროთ და ღუმელში 180° ტემპერატურაზე 10 წუთით გამოსაცხობად შედგათ.
Ზაიტანის მომზადების წესი:
Სეზამის ზეთი, ტამარი, და ყველა ზემოთ აღნიშნული სუნელები (კარის გარდა) რომლებიც შიგთავსის მოსამზადებლად არის საჭირო, აურიეთ ერთმანეთში.
ზაიტანის ნაჭრები ამ ნარევში რამოდენიმე საათით დაამარინადეთ (მე მთელი ღამით დავტოვე რომ გემოები კარგად გამჯდარიყო).
Დამარინადებული ზაიტანის ნაჭრები თუ გინდათ პატარა ნაჭრებად დაჭერით და ისე დაბრაწეთ ან პირდაპირ როგორი ფორმაც მოხარშვამდე მიეცით.
Როგორც კი ზაიტანის ნაჭრები მადისაღმძვრელ ოქროსფერ ფერს მიიღებენ, შეგიძლიათ ტაფა ცეცხლიდან გადმოდგათ..
(მე პირადად ისე შევწვი ზაიტანის ნაჭრები როგორი ფორმაც მოხარშვამდე მივეცი, თუმცა შუალედში გადმოვიღე ტაფიდან, დავჭერი და ისევ 2-3 წუთით ვბრაწე საშუალო ცეცხლზე)
Ზაიტანი მზად არის!
Ბოსტნეული (ხახვი, კომბოსტო, სტაფილო, კიტრი, პომიდორი და თუ გინდათ აისბერგის Სალათის ფურცელი) დაჭერით ისე როგორც თქვენ გაგიხარდებათ და კომფორტული იქნება თქვენთვის საჭმელად.
Მუხუდოს მომზადების წესი:
Მუხუდო კარის სუნელთან ერთად 3-5 წუთი ტაფაზე ბრაწეთ(შეგიძლიათ იგივე ტაფა გამოიყენოთ, რაზეც ზაიტანი მობრაწეთ).
Სოუსის მომზადების წესი:
Მაიონეზი, წითელი კარი პასტა (თუ არ გაქვთ ჩილის და პაპრიკას ფხვნილი), ტომატი და შაქარი ერთმანეთს კარგად აურიეთ და სოუსიც მზადაა.
!!! Იქიდან გამომდინარე რომ მე სოუსი წითელი კარის პასტით მოვამზადე, არ ვიცი ზუსტად როგორი გემო ექნება პაპრიკით და ჩილით, თუმცა შემიძლია ვივარაუდო რომ გემო ოდნავ დაემსგავსება..
Თუ ყველა ინგრედიენტი უკვე მოამზადეთ, გაჭერით ფუნთუშა შუაზე (ნახევრად! მთლად ნუ გაჰყობთ ორ ნაწილად), სოუსი პურის ორივე მხარეს კარგად წაუსვით და თქვენს მიერ მომზადებული ყველა Ინგრედიენტი მოსახერხებლად დაალაგეთ მასზე (იმისთვის რომ ჭამის დროს ინგრედიენტებმა ძირს არ დაიწყოს ცვენა).
Მერწმუნეთ მომზადება არც ისე რთულია თუ ზაიტანი უკვე მზად გაქვთ.
Თუ ესე არ არის, სჯობს ზაიტანი წინა დღით მოამზადოთ და დაამარინადოთ.
Მომდევნო დღეს მაქსიმუმ 2 საათში საჭმელი მზადაა და ისიც იმიტომ რომ ცომის აფუებას დაახლოებით 1 საათი სჭირდება.
Გემრიელად მიირთვით 😊
Თუ არ იცით, როგორ გააკეთოთ სახლში ზაიტანის ხორცი, მომზადების Რეცეპტს ნახავთ ამავე საიტზე🌍🌿
Comments