top of page

Ბადრიჯნის სალათა

  • Autorenbild: ვეგანი საკვები
    ვეგანი საკვები
  • 13. Apr. 2020
  • 1 Min. Lesezeit

1 ცალი საშუალო ზომის ბადრიჯანი, დაჭერით და ტაფაზე ან ღუმელში შებრაწეთ (ღუმელში შებრაწვის შემთხვევაში, ჟარონას მოუსვით ცოტა ცხიმი ან დააფინეთ გამოსაცხობი ქაღალდი და დაახლოებით 10-15 წუთის განმავლობაში 200 გრადუსზე გამოაცხეთ).


2 წითელი ბულგარული წიწაკა, მრგვალ, თხელ ნაჭრებად დაჭერით.


2 პატარა ხახვი მრგვალ ნაჭრებად დაჭერით.


2 ან 3 კბილი ნიორი ძალიან წვრილად დაჭერით.


1/3 ჭიქა ქინოა კარგად გარეცხეთ, 1 ჭიქა წყალი დაასხით და 10 - 15 წუთამდე ხარშეთ.


Მოხარშული ქინოა კარგად გაწურეთ, ისე რომ წყლის წვეთები სალათაში არ მოხვდეს.


Ქინძი, მარილი და ძმარი თქვენი გემოვნებით მოაყარეთ/მოასხით.


Სანამ ყველა ინგრედიენტს ერთმანეთში აურევთ დარწმუნდით რომ კინოა და ბადრიჯანი გაციებულია.


Ბადრიჯანი ოდნავ დაანაწევრეთ და ისე შეურიეთ დანარჩენ ინგრედიენტებს.


Ყველა ინგრედიენტი კარგად აურიეთ ერთმანეთში და 30 წუთის შემდეგ მიირთვით.


Გემრიელად მიირთვით!


Ინგრედიენტები:


1 ბადრიჯანი,

2 წითელი ბულგარული წიწაკა,

2 პატარა ან 1 საშუალო ზომის ხახვი, 1/3 ქინოა,

2 ან 3 კბილი ნიორი(გემოვნებისამებრ),

1 ჭიქა წყალი,

მარილი, ქინძი, ძმარი, ზეთი გემოვნებით.


მე გემოვნებისთვის რამოდენიმე ფოთოდ ტაი Ბაზილიკსა და მსხვილად დაჭრილ 3-4 ლებან ნიგოზსაც ვუშვები, თუმცა თქვენ თქვენი გემოვნებით შეგიძლიათ გადაწყვიტოთ გინდათ თუ არა ამ ინგრედიენტების გამოყენება.



Ნიგოზის გამოყენების შემთხვევაში, მოასხით ძალიან მცირე ცხიმი ან საერთოდ უხმოდ გააკეთეთ

 
 
 

Comments


Post: Blog2_Post

Subscribe Form

Thanks for submitting!

Georgia

©2019 ვეგანი საკვები

bottom of page