top of page

Ტაილანდური კარი

  • Autorenbild: ვეგანი საკვები
    ვეგანი საკვები
  • 8. Apr. 2020
  • 2 Min. Lesezeit

Aktualisiert: 9. Apr. 2020

Ტაილანდური სამზარეულო მსოფლიოში ერთ ერთი მოწინავეა.

Ერთხელ თუ გასინჯავთ, მერწმუნეთ სხვა კერძები აღარაფრად მოგეჩვენებათ.



Საჭმლის მოსამზადებლად დაგჭირდებათ


Ინგრედიენტები


1 ქილა ქოქოსის რძე (დაბალი ცხიმოვნების)


1 ს.კ. Წითელი კარი პასტა (შეიძენთ აზიურ საკვების მაღაზიაში) თუ მწარე საჭმელი არ გიყვართ, ცოტა უქენით.


100 გრ. Უკურკო ყურძენი


100 გრ. Დაჭრილი ანანასი

(უმჯობესია ახალი და არა დაკონსერვებული)


5 ცალი რამბუტანი (Თუ არ გაქვთ ლიჩი გამოიყენეთ)


150 გრ. Ჩერი პომიდორი (Პატარა ზომის პომიდორი)


1 წითელი ბულგარული


3 პატარა ზომის სტაფილო


4 Ლაიმის ფოთოლი


2 ძირი ლიმონის სორგო


1 მუჭა Ტაილანდური რეჰანი (ფოთლები)


Დაახლოებით 1 სმ. Სიგრძის Ტაილანდური კოჭა (თუ არ გაქვთ ჩვეულებრივი გამოიყენეთ)


Ქინძის ფოთლები


1,5 ს.კ. Პალმის შაქარი


Მარილი



Მომზადების წესი


Ბულგარული წიწაკა და სტაფილო გრძელ, წვრილ ჩხირებად დაჭერით.


ყურძნის მარცვლები და პომიდორი გარეცხეთ და მთელ-მთელი ბოლოსთვის შემოინახეთ.


Ანანასი პატარა კუბიკებად დაჭერით.


Რამბუტანი ან ლიჩი გაბრცქვენით და კურკისგან გამოაცალკევეთ.


Რეჰანის და Ქინძის მთელ-მთელი ფოთლები (ყუნწის გარეშე) გარეცხეთ და ბოლოსთვის შემოინახეთ.


Ლაიმის ფოთოლები ოთხად გაჭერით.


Ლიმონის სორგო დანით ცოტა დაჩეჩქვეთ ან ოდნავ დაჭყლიტეთ რომ არომატები მცენარიდან კარგად გამოვიდეს გარეთ.


Კოჭა ოთხად გაჭერით.



Ქოქოსის რძე ქვაბში ჩაასხით და წამოადუღეთ.


Ჩაამატეთ პალმის შაქარი და განაგრძეთ დუღება.


Ერთი კოვზი წითელი კარი პასტა პატარა ჯამში ჩადეთ, დაახლოებით 4 ს.კ. ადუღებული ქოქოსის რძე დაასხით და იქამდე ურიეთ სანამ თხელ ერთფეროვან მასას არ მიიღებთ. Შიგადაშიგ დაამატეთ ცხელი ქოქოსის რძე და გათხელება განაგრძეთ.

Როდესაც კარი პასტა გათხელდება ჩაასხით ქოქოსის რძიან ქვაბში დაამატეთ, ლაიმის ფოთლები, ლიმნის სორგო და კოჭა.


2 წუთი ადუღეთ და დაამატეთ სტაფილო, ანანასი და დამატებით ორი წუთი ხარშეთ.


Ქვაბი ცეცხლიდან გადმოდგით და დარჩენილი Ინგრედიენტები, ყურძენი, პომიდორი, რამბუტანი, ბულგარული წიწაკა, მარილი რეჰანი და ქინძი ჩაამატეთ.


Თუ სურვილი გექნებათ შეგიძლიათ ცოტა ოდენი სოიას სოუსიც დავამატოთ.


Საჭმელი მზად არის!


Ჭამის წინ ლაიმის ფოთლები, ლიმონის სორგო და კოჭა ამოვიღეთ ქვაბიდან.


Ცოტა ხანი დაელოდეთ განელებას და შემდეგ მიირთვით.


Გარნირად გაუკეთებთ მოხარშული ბრინჯი, უმჯობესია ჟასმინის ან ბასმატის ბრინჯი.


Გემრიელად მიირთვით!

 
 
 

Comentarios


Post: Blog2_Post

Subscribe Form

Thanks for submitting!

Georgia

©2019 ვეგანი საკვები

bottom of page