Სალათი ჟოლოს ტკბილ მწარე სოუსით
- ვეგანი საკვები
- 13. Apr. 2020
- 1 Min. Lesezeit
Ინგრედიენტები:
4 - 5 ცალი Სალათის ფურცელი
1 ცალი Სასალათე კიტრი
1 ცალი პომიდორი
1 წითელი ბულგარული წიწაკა
1 ცალი ტკბილი ვაშლი (მაგ. Გოლდენი)
1 წითელი ჩილი
1-2 ს.კ. Მიწისთხილი
0,5 ჩ.კ. Ჩიას მარცვლები
0,5 ჩ.კ. Მზესუმზირის მარცვლები
Მარილი
Სოუსის Ინგრედიენტები:
100 მლ. Ჟოლოს სეროფი
1- 2 ცალი ჩილი
2 ს.კ. Შაქარი
1 ჩ.კ. Სახამებელი
1 ჩ.კ. Ბრინჯის ძმარი
Მომზადების წესი:
Ყველა ზემოთ მოცემული ბოსტნეული და ხილი დაჭერით, ისე როგორც თქვენ გაგიხარდებათ (გირჩევთ ჩილი მოგრძო დიდ ნაჭრებად დაჭრათ).
Შეურიეთ ერთმანეთს და მოაყარეთ, თხილი, ჩია და მზესუმზირა.
Ბოლოს მოასხით სეროფით რომლის რეცეპტსაც დაბლა დავწერე.
Სეროფის მომზადების წესი:
Ჟოლოს სეროფი, ან ჟოლოს სუფთა წვენი ქვაბში, დაბალ ცეცხლზე წამოადუღეთ ( თუ არც ერთი და არც მეორე გაქვთ, იყიდეთ 400გრ. გაყინული ჟოლო, 100 მლ. Წყალთან ერთად დააბლენდერეთ და შემდეგ წმინდა საწურში გადაწურეთ).
Თუ სუფთა, უშაქრო წვენს გამოიყენებთ, დაამატეთ დამატებით 3 ან 4 ს.კ. Შაქარი რომ Სეროფის კონსტიტუცია მიიღოს)
დაამატეთ შაქარი, ბრინჯის ძმარი და ბოლოს სახამებელი და ჩილი.
2 წუთში სოუსი მზად არის.
Თქვენი Სურვილისამებრ, შეგიძლიათ სოუსს სეზამის მარცვლებიც შეურიოთ.
Გემრიელად მიირთვით 😊☀️
Bình luận