Ბანანის ბურთულები
- ვეგანი საკვები
- 10. Apr. 2020
- 1 Min. Lesezeit
Aktualisiert: 13. Apr. 2020
Ცომის მომზადება:
7 ცალი ბანანი, გაფრცქვენით და კარტოფილის საჭყლეტით ან მიქსერით დააპიურეთ.
2 ჩ.კ. Საფუარი პატარა ჭიქაში ჩაყარეთ, დაახლოებით 35-40° ტემპერატურის 50 გრამი წყალი დაამატეთ. Აურიეთ და ცოტა ხანი აცადეთ, რომ საფუარი წყალში კარგად გაიხსნას.
Საფუვრიანი წყალი, 2 შეკვრა ვანილის ფხვნილი, 3-4 ს.კ. Შაქარი და მწიკვი მარილი ბანანს შეურიეთ.
დააყარეთ 400 გრ. Უმაღლესი ხარისხის ფქვილი, 100 გრ. Სიმინდის ფქვილი და მიქსერით კარგად გათქვიფეთ.
Მიღებული მასა თბილ ადგილას დადგით ასაფუვებლად.
!!! Ცომი უნდა იყოს ძალიან თხელი, არ გეგონოთ რომ რამე არასწორად გააკეთეთ
Მომზადება:
1 ლიტრი ზეთი მომცრო ქვაბში კარგად გააცხელეთ და ბანანიანი ცომი, სუფრის კოვზით ფრთხილად (მეორე კოვზის დახმარებით) ზეთიან ქვაბში ჩააცურეთ ისე რომ შხეფები არ გაყაროს.
Ცხელ ზეთში ცომის მასა გადიდება და ფუმფულა გახდება..
Იმ შემთხვევაში თუ ცომი ქვაბის ძირზე მიეკრო, ესეიგი ცხიმი საკმარისად ცხელი არაა. Ამიტომ ძალიან ფრთხილად ხის კოვზით მოაცილოთ ძირს, რის შემდეგაც ჩვეულებრივ განაგრძობს დაბრაწვას..
Დაბრაწეთ ორივე მხრიდან..
Ბურთულებმა Ღია ოქროსფერი შეფერილობა უნდა მიიღონ..
Ინგრედიენტები:
7 ცალი ბანანი
400 გრ. უმაღლესი ხარისხის ფქვილი
100 გრ. Სიმინდის ფქვილი
3-4 ს.კ. Შაქარი
2 ცალი ვანილი
2 ჩ.კ. Საფუარი
50-60 მლ. Წყალი
Მწიკვი Მარილი
!!! Სურვილისამებრ შეგიძლიათ დაამატოთ ცოტა ლიმნის გახეხილი ქერქი. Უფრო არომატული გახდის.
Comments