top of page

Ბანანის ნამცხვარი

  • Autorenbild: ვეგანი საკვები
    ვეგანი საკვები
  • 20. März 2020
  • 1 Min. Lesezeit

Aktualisiert: 13. Apr. 2020

100 გრამი მარგარინი (100% მცენარეული), 70 გრამი შაქარი (უმჯობესია ქოქოსის ან ბამბუკის შაქარი) და ვანილი ერთმანეთში კარგად ათქვიფეთ.


2 Მწიფე ბანანი გაფრცქვენით და ჩანგლით კარგად დაჭყლიტეთ, შემდეგ კი მარგარინიან მასას შეურიეთ.


Მიღებულ მასას დაამატეთ 170 გრამი ფქვილი, მწიკვი სოდა და მარილი.


Თქვენი სურვილისამებრ, შეგიძლიათ შეურიოთ 70 გრამი ქიშმიში, დაჭრილი ფინიკი, 40-50 გრამი წვრილად დაჭრილი კაკალი ან ნუში(ერთ-ერთი).


Ღუმელი 170° გაახურეთ (ზედა და ქვედა კამფორა).


Ჟარონას გამოსაცხობი ქაღალდი დააფინეთ და მიღებული მასა პატარ პატარა ულუფებად (დაახლოებით 0,5 - 1 კოვზამდე) გაანაწილეთ. Მასას ოდნავ კოვზით დააწექით და მიეცით ისეთი ფორმა როგორიც თქვენ გსურთ. ნამცხვრებს შორის მინიმუმ 2 სანტიმეტრი დატოვეთ.


Ჟარონა ღუმელში შედეთ და 15 წუთი აცხეთ, თუ ხრამუნა ნამცხვარი გინდათ, 15 წუთის შემდეგ Ჟარონა ქვედა დონეზე გადაიტანეთ და დამატებით 2-3 წუთი აცხეთ.


Გამომცხვარი ნამცხვარი კარგად გააციეთ და შემდეგ გადაიტანეთ სასურველ ჭურჭელში.


Გემრიელად მიირთვით!


Ინგრედიენტები


100 გრამი მარგარინი,

70 გრამი შაქარი,

2 ცალი ბანანი,

170 გრამი ფქვილი,

70 გრამი ქიშმიში ან ფინიკი,

40-50 გრამი კაკალი ან ნუში,

Ვანილი,

Სოდა,

Მარილი.

 
 
 

Comments


Post: Blog2_Post

Subscribe Form

Thanks for submitting!

Georgia

©2019 ვეგანი საკვები

bottom of page