Წითელი კარის სუპი შუშა მაკარონით
- ვეგანი საკვები
- 12. Apr. 2020
- 1 Min. Lesezeit
Ინგრედიენტები:
1 ქილა ქოქოსის რძე
4 პატარა სტაფილო
1 წითელი ბულგარული წიწაკა
0,5 ს.კ. Წითელი კარი პასტა
150 გრ. Ბროკოლი ან ყვავილოვანი კომბოსტო
1 ს.კ. Ტამარი ან სხვა Სოიოს სოუსი
1 სმ. სიგრძის კოჭა
2 ღერი ლიმონის სორგო
Ნახევარი კონა ქინძი
3 ღერი ახალი ხახვი
1 ს.კ. Შაქარი ან რაიმე სიროფი
Მოხალული Მიწის თხილი და მარილი გემოვნებით
Შუშა მაკარონი
(ალგანის ფურცლები, იმ შემთხვევაში თუ გაქვთ)
Მომზადების წესი:
Ქოქოსის რძე ქვაბში გააცხელეთ და ჩაამატეთ, კოჭა და დაჩეჩქვილი ლიმონის სორგოს ღერები.
Ჭიქაში გახსენით კარის პასტა ცხელ ქოქოსის რძეში.
Როცა კარი გათხელდება და ერთფეროვან მასას მიიღებს, გადაასხით ქოქოსის რძიან ქვაბში და ცოტა ხანი ადუღეთ.
Დაამატეთ შაქარი/სეროფი, სოიოს სოუსი, Გრძლად დაჭრილი სტაფილო და ბულგარული წიწაკა, ბროკოლი ან ყვავილოვანი კომბოსტოს ნაჭრები, წვრილად დაჭრილი ხახვი და ქინძი და მაშინვე ცეცხლიდან გადმოდგით.
Მარილის ჩაყრის წინ გემო გაუსინჯეთ!
Სოიოს სოუსი ცოტა მლაშეა ამიტომ წინასწარ გაუსინჯეთ გემო სუპს რომ არ დაგიმლაშდეთ!
Მაკარონი მომზადების წესი:
Შუშა მაკარონი ჩადეთ ჯამში, დაასხით ცხელი წყალი და რამოდენიმე წუთი დაელოდეთ რომ კარგად დარბილდეს.
Მაკარონი პორციებად გაყავით და სუპიან თეფშებში გაანაწილეთ.
მოაყარეთ Მოხალული Მიწის თხილი და საჭმელიც მზად არის.
Ამ სუპს ასევე ძალიან უხდება ალგანის ფურცლები.
Ალგანის ფურცლები შეიცავენ B12 ვიტამინს და დიდი რაოდენობით იოდს.
Გემრიელად მიირთვით!
Comments