top of page

Ჭინჭრის პურზე წასასმელი

  • Autorenbild: ვეგანი საკვები
    ვეგანი საკვები
  • 3. Apr. 2020
  • 1 Min. Lesezeit

Aktualisiert: 15. Apr. 2020

Დაახლოებით 700 გრ. ახალი ჭინჭარი გარეცხეთ და მდუღარე წყალში 5 წუთით მოთუთქეთ. Ამოიღეთ, კარგად გაწურეთ და საკუწ მანქანაში დაკუწეთ(ალტერნატივა ბლენდერი).


100 გრ. მზესუმზირა, 1 სუფრის კოვზი სელი, 70 გრამი თხილი, 1 ან 2 ღერი ახალი ნიორი და 1 კონა ქინძი საკუწ მანქანაში დაკუწეთ.


2 ჩ.კ ტამარის (სოიას სოუსი) შეურიეთ 1 ჩ.Კ. Ლერწმის შაქარი, 2ც. ლიმნის გამოწურული წვენი, 1ს.კ. Სელის ზეთი, მარილი და პილპილი.


Ეს ყველა ინგრედიენტი კარგად აურიეთ ერთმანეთში.


Ცალკე დაჭერით პომიდორი, ისეთი ფორმის როგორიც თქვენ გსურთ (იმისთვის რომ პურზე წასმულ ჭინჭარს მაღლიდან მოაყაროთ).


Გემრიელად მიირთვით!


Ინგრედიენტები:


700 გრ. Ჭინჭარი

100 გრ. Მზესუმზირის გული

1 ს.კ. Სელი

70 გრ. Თხილი

1- 2 ღერი ახალი ნიორი

1 კონა ქინძი

2 ჩ.Კ ტამარი (სოიას სოუსი)

1 ჩ.კ. Ლერწმის შაქარი

2 ლიმონი

2-3 პომიდორი

1 ს.კ სელის ზეთი

Მარილი

Პილპილი


!!! Ამ Რეცეპტის გაკეთება უმი ჭინჭრითაც შეგიძლიათ😊



 
 
 

コメント


Post: Blog2_Post

Subscribe Form

Thanks for submitting!

Georgia

©2019 ვეგანი საკვები

bottom of page