კომბოსტოს და სტაფილო ღვეზელი, ანუ Როგორ გადავარჩინოთ მორჩენილი ბოსტნეული გაფუჭებას
- ვეგანი საკვები
- 4. Apr. 2020
- 2 Min. Lesezeit
Აუცილებელი არ არის იგივე ბოსტნეული აიღოთ რაც რეცეპტშია მითითებული, ნებისმიერი რაც თქვენ გსურთ.
Ამ საჭმლის გაკეთება შეგიძლიათ მაგ. Პრასით, ბროკოლით და ახალი ნივრის ფოთლებითაც კი თუ ცოტა სიტკბოს დაუმატებთ შიგთავსს მაგ. Ერთ კოვზ შაქარს ან მურაბის წვენს(ბროკოლს არ უნდა შაქარი).
Რეცეპტი:
200 გრ. Სტაფილო, 300 გრ. Თეთრი და 100 გრ. Ყვავილოვანი კომბოსტო წვრილ, გრძელ ნაჭრებად დაჭერით.
Ასევე დაჭერით 2 საშუალო ზომის ხახვი, ისე როგორც თქვენ გაგიხარდებათ.
Მომზადების წესი:
Ტაფა დადგით დაბალ ცეცხლზე, ჩაასხით ზეთი და ჩაყარეთ ხახვი.
Ხახვი შუშეთ იქამდე სანამ გამჭირვალე არ გახდება.
Დაამატეთ 0,5 ჩ.კ. Გარამ მასალა, 5-6 კოვზი წყალი, დაჭრილი ბოსტნეული და 2 წუთით ხარშეთ.
Შემდეგ Მოაყარეთ მარილი, პილპილი, მოასხით 1,5 ს.კ სოიოს სოუსი, 1 ჩკ. Ბრინჯის ძმარი, კარგად აურიეთ და კიდევ 1-2 წუთი თავდახურულში ხარშეთ.
Საბოლოოდ გადაიტანეთ სხვა ჭურჭელში, მოაყარეთ 1-2 ჩ.კ. Სელის ზეთი და გაციებას დაელოდეთ.
Ამასობაში შეგიძლია მოზილოთ ცომი.
Ცომის მომზადების წესი:
Ცომის მოზელამდე, 2 სუფრის კოვზ ჩიას მარცვლებს დაასხით 8 სუფრის კოვზი წყალი და 15 წუთით დაელოდეთ რომ შესქელდეს (შიგადაშიგ ურიეთ).
300 გრ. Ფქვილი, მარილი, 60 მლ. Წყალი და ჩია ერთმანეთში კარგად აზილეთ და იქამდე ზილეთ, სანამ ცომი დამუშავების დროს სამუშაო ზედაპირს აღარ მიეკრობა და ერთფეროვან, წებოვან და ფაფუკ ფაქტურას არ მიიღებს.
Საბოლოოდ გააბრტყელეთ ცომი ისე როგორც ამას ხინკლის გაკეთების დროს აკეთებთ, ხინკლის ცომზე ცოტა თხელ მრგვალ ფირფიტებად.
ბოსტნეულის ფარში მოათავსეთ გაბრტყელებულ ცომის ფირფიტაზე და კარტოფილიანი ბინების მსგავსად გადაახვიეთ.
Ზეთიან ტაფაზე ყველა მხრიდან კარგად მობრაწეთ და სამზარეულოს ქაღალდზე გადმოალაგეთ რომ ზედმეტი ცხიმის მასა მოშორდეს.
Გემრიელად მიირთვით! 😊
Ინგრედიენტები:
300 გრ. Თეთრი Კომბოსტო
200 გრ. Სტაფილი
100 გრ. Ყვავილოვანი კომბოსტო
2 თ. ხახვი
0,5 ჩ.კ. Გარამ მასალა
2 ჩ.კ. Სელის მარცვლები
6 ს.კ წყალი
1-2 ს.კ. Ზეთი (Სელის ან სხვა)
1,5 ს.კ. Სოიოს სოუსი
1 ჩ.კ. Ბრინჯის ძმარი.
Მარილი და პილპილი
Ცომი:
300 გრ. Ფქვილი
60 მლ. Წყალი + 8 ს.კ. Ჩიას მარცვლებისთვის
2 ს.კ. Ჩიას მარცვლები
Მარილი
+ Ზეთი გამოსაცხობად.
Შენიშვნა!
Ღვეზელები გაციებული უფრო გემრიელია, მითუმეტეს მეორე დღეს :)
Comments