Სოიოს ხორცის ბოლონიეზე
- ვეგანი საკვები
- 10. Apr. 2020
- 1 Min. Lesezeit
Ამ საჭმლის მომზადება ძალიან ადვილია, თან მოსაწყენ მაკარონს და პასტას აცოცხლებს და ძალიან გემრიელს ხდის.
Წინა მოსამზადებელი პროცესი:
Ხახვი, ნიორი, სტაფილო, ბულგარული წიწაკა და თქვენთვის სასურველი ნებისმიერი ბოსტნეული წვრილად დაჭერით. Პომიდორი შეგიძლიათ ცოტა დიდ ნაჭრებად დაჭრათ ან ისე როგორც თქვენ გსურთ.
Სოიოს ხორცი ცხელ წყალში მინიმუმ 1 საათი გააჩერეთ.
Თუ სოიოს ხორცი გრანულები არ არის, შეგიძლიათ საკუწ მანქანაში დაკუწოთ (წესით ბოლონიეზე ფარშით კეთდება) ან ხელით პატარ პატარა ნაჭრებად დაჭრათ ან უბრალოდ მთელ მთელი ნაჭრები ჩაყაროთ.. Ერთი სიტყვით ისე მოიქეცით როგორც თქვენ გსურთ.
Მომზადების წესი:
Ხახვი და სოიოს ხორცი ქვაბში, დაბალ ცეცხლზე დაახლოებით 10 წუთში შუშეთ.
Შემდეგ დაასხით სოიოს სოუსი, დააყარეთ გამხმარი ბაზილიკი, ორეგანო, შაქარი, ტომატის პასტა, პომიდორი და დამატებით 5-10 წუთი ხარშეთ.
ბოლოს დაუმატეთ სტაფილო, ბულგარული წიწაკა, ნიორი და მაშინვე ცეცხლიდან გადმოდგით.
Ოდნავ გაციებას/ განელებას დაელოდეთ და მიირთვით.
Შენიშვნა!! Სოიოს სოუსი ყოველთვის ცოტა მლაშეა, ამიტომ მარილის ჩაყრის წინ გასინჯეთ გემო, რომ არ დაგიმლაშდეთ.
Ინგრედიენტები:
2 პატარა ხახვი
50 გრამი სოიოს ხორცი (ტოფუც შეიძლება, ოღონდ შებოლილი)
2 პატარა სტაფილო
1 დიდი წითელი ბულგარული წიწაკა
1ს.კ. Ტამარი (სოიოს სოუსი..
(Სოიოს სოუსი სხვადასხვა სახის არსებობს. Ზოგი მეტად მძაფრი ან მლაშე. Ამიტომ საჭმელში ჩასხმის წინ სიმლაშეც და სიმძაფრეც გასინჯეთ, რომ ზედმეტი რაოდენობის ჩასმა არ მოგივიდეთ))
2-3 კბილი ნიორი
4-5 პომიდორი
1-2 სუფრის კოვზი ტომატის პასტა
1 ჩ.კ. Შაქარი
Მარილი და პილპილი გემოვნებით
Ბოლოს თუ გინდათ რეჰანის ცოცხალი ფოთლებიც დააყარეთ პირდაპირ თეფშზე, სხვა შემთხვევაში საჭმელში ჩაიხარშება და გემოს დაკარგავს.
Გარნირად გაუკეთეთ პასტა (მაკარონს)
Გემრიელად მიირთვით!
Commenti