top of page

Მუხუდოს სალათა კომშის მურაბის წვენით

  • Autorenbild: ვეგანი საკვები
    ვეგანი საკვები
  • 13. Apr. 2020
  • 1 Min. Lesezeit

200 გრამი მუხუდო 10 საათის განმავლობაში წყალში ჩაალბეთ და შემდეგ 1,5-2 საათის განმავლობაში ხარშეთ. Მოხარშულ მუხუდოს წვენი გადაუწურეთ და ცივი წყალი გადაავლეთ.

300 გრამი სტაფილო გაფრცქვენით და დაახლოებით ხუთი სანტიმეტრი სიგრძის წვრილ ჩხირებად დაჭერით.

Ასევე დაჭერით დაახლოებით 300 გრამი სასალათე კიტრი, ორი პატარა ხახვი (ან ახალი ხახვი), 2-3 კბილი ნიორი (დაჭრილი და არა დანაყული), ორი მწარე წიწაკა, ერთი წითელი ბულგარული წიწაკა, ცოტა პეტრუშკა და ორი სამი ღერი კამა.

Მომზადების წესი:

Ტაფაზე დაასხით გოგრის ან სელის ზეთი (თუ არ გაქვთ ჩვეულებრივი რაფინირებული მზესუმზირის ზეთი), მოაყარეთ ცოტა ძირას მარცვლები და 1-2 წუთით დაბალ ცეცხლზე მობრაწეთ. დაამატეთ მუხუდოს მარცვლები და ისინიც ოდნავ დაბრაწეთ.

Ამის Შემდეგ მოაყარეთ 1 ს.კ. Შაქარი, 2 სუფრის კოვზი კომშის მურაბის წვენი, მწარე წიწაკა, მარილი პილპილი გემოვნებით და დაახლოებით 3 წუთით ცეცხლზე გააჩერეთ.

Საბოლოოდ დააყარეთ კარი და სტაფილო და კიდევ ორი წუთით შუშეთ, ისე რომ სტაფილო არ ჩაიხარშოს და დარბილდეს.

Გამორთეთ ტაფა, გადმოიტანეთ ეს მასა სასალათეთ გამზადებულ ჭურჭელში და გააციეთ.

Მთელი Სალათის ჭამას თუ მაშინვე აპირებთ შეგიძლიათ ცხელზევე მოაყაროთ კიტრი, ბულგარული წიწაკა, ხახვი და მწვანილები და დააწუროთ ლიმონი.

Წინააღმდეგ შემთხვევაში დაელოდეთ გაციებას და შემდეგ შეურიეთ ეს Ინგრედიენტები ერთმანეთს.

Საბოლოოდ დააწურეთ ლიმონი და სალათა მზად არის.

Გემრიელად მიირთვით!

Ინგრედიენტები:

200 გრ. მუხუდო

300 გრ. Სტაფილო

300 გრ. Კიტრი

2 თავი ხახვი

2-3 კბილი ნიორი

2 მწარე წიწაკა, წითელი და მწვანე

1 წითელი ბულგარული წიწაკა

10 ღერი პეტრუშკა

3 ღერი კამა

1 ს.კ. Შაქარი

2 ს.კ. Კომშის მურაბის წვენი

0,5 ჩ.კ. Კარი

Მწიკვი ძირა

2 ს.კ. ზეთი

1 ლიმონი

Მარილი და პილპილი გემოვნებით

Რჩევა!!!

Სტაფილო შეიძინეთ პატარა ზომის, რადგან პატარა სტაფილო ყოველთვის უფრო გემრიელია ვიდრე დიდი და დასაღეჭადაც უფრო ადვილი.

 
 
 

Comments


Post: Blog2_Post

Subscribe Form

Thanks for submitting!

Georgia

©2019 ვეგანი საკვები

bottom of page